სასკოლო წიგნები, მხატვრული ჟანრის ქართული და უცხოური ლიტერატურა–დღეს 1800–მდე წიგნი საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საჩუქრად ახალციხის მუნიციპალიტეტს გადასცა.
თემის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თქმით, ლიტერატურა ვალისა და აწყურის საჯარო ბიბლიოთეკებში დაბინავდება, წიგნების ნაწილი სოფლის სკოლების ბიბლიოთეკებშიც გადანაწილდება. აქციის მიზანს ახალგაზრდების წიგნთან დაახლოება წარმოადგენს. ორგანიზატორების თქმით, პროექტი წელს ახალციხეში დასრულდა, თუმცა მსგავსი აქტივობები მომავალი წლიდან ისევ განხორციელდება.
პროექტი „წიგნი ყველა სოფელს“, სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა, მას თანაორგანიზატორობა საქართველოს ახალგაზრულმა მოძრაობა „დავითიანმა“ გაუწია.