”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შეასრულეს თუ არა ადიგენის დეპუტატებმა საჯარო შეხვედრებისათვის მიღებული დადგენილება

როგორ შეასრულეს ადიგენის საკრებულოს წევრებმა ის დადგენილება, რომელიც თავად დაამტკიცეს –  ერთი თვის წინ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და მათთვის გაწეული საქმინობის ანგარიშის შესახებ საკრებულომ  სპეციალური ნორმატიული აქტი მიიღო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, დეპუტატთა ნაწილმა დებულების შინაარსი ვერ გაიგო, ან რიგი მიზეზების გამო ვერ შეასრულა.  დადგენილების მუხლები, რომლებიც მოსალხოების ინფორმირებას ითვალისწინებდა დარღვეულია. 

საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის შესახებ, ადიგენის საკრებულომ დადგენილება ერთი თვის წინ მიიღო, რომელიც ამ დროისათვის შესრულებული უნდა იყოს. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო მოხელეებს მოსახლეობასთან საკუარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წერილობითი სახით, ან საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ანკეტის მიხედვით უნდა წარედგინათ.  აღნიშნული ანკეტა შეავსეს, თუმცა ვინ, როდის და სად შეხვდა ამომრჩეველს, ან შესრულებულ სამუშაოზე ისაუბრეს თუ  სხვა საკითხებზე, ამაზე დეპუტატებს განსხვავებული პასუხები აქვთ.

 ადიგენის საკრებულოს წევრის მიერ, გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა, ამ დროისათვის, საკრებულოს აპარატში 30–ვე დეპუტატს შევსებული აქვს, თუმცა მათმა ნაწილმა მხოლოდ ფორმალური მხარე მოაწესრიგა, ანკეტა შეავსო და მოსახლეობისათვის გაცნობის ნაცვალად, მხოლოდ საკრებულოს აპარატს ჩააბარა.

დადგენილების ამ მუხლს ასახელებს მიზეზად  დეპუტატთა ის ნაწილი, რომლებსაც საჯარო შეხვედრისას მოსახლეობასთან ანგარიში არ წარუდგენიათ. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ შეხვედრების ჩატარების სურვილით, მათ საკრებულოს აპარატს, შვიდი დღით ადრე, განცხადებით მიმართეს, თუმცა პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.

ადიგენის საკრებულოში ამბობენ, რომ დადგენილების მიღების შემდეგ, საკრებულოს აპარატმა შეხვედრის გეგმა და თარიღები გაწერა. გარდა ამისა, მათ მიერ შემუშვებული ანკეტა შესრულებული საქმიანობის შესახებ, ყველა დეპუტატმა შეავსო, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ დეპუტატებმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინეს. რაც შეეხება ,,ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს, იმედა მღებრიშვილი ამბობს, რომ მათ შეხვედრასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ წარუდგენიათ და უფრო მეტიც, განრიგის გაწერისას არცერთი მათგანი საკრებულოში არ გამოცხადდა.

დამტკიცებული დადგენილების კიდევ ერთი მუხლი დაარღვიეს ადგილობრივი თვითმმრთველობას წარმომადგენლებმა. იგი შეხვედრის შესახებ მოსახლების ინფორმირებას შეეხება. თუმცა ვალდებულების მიუხედვად, თვითმმართველობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მხოლოდ ერთი მცირე ინფორმაცია, ისიც გაურკვეველი თარიღით ფიქსირდება:

დადგენილება, რომელიც 2015 წლის 6 ოქტომბერს საკრებულოს უმრავლესობამ დაამტკიცა, აღმოჩნდა, რომ იმავე დეპუტატების მიერ არ შესრულდა. მათი ნაწილი ანგარიშის წარდგენისათვის მოსახლეობას არ შეხვედრია, ნაწილმა კი  დადგენილების მიხედვით არ იმოქმედა. დოკუმენტის ბოლო მუხლი კი საჯარო შეხვედრის ანგარიშის გამოქვეყნებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე