მიმდინარე წელს, 9 თვის განმავლობაში ადიგენის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარით გაიზარდა– პირველი სამი კვარტლის შედეგები დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. წლის დასაწყისში სხვადასხვა საჭიროებებისათვის გაწერილი თანხები, ანგარიშის მიხედვით, სრულად იქნა ათვისებული, თუმცა ბიუჯეტი ყველაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადახდილმა ჯარიმებმა, სანქციებმა და მოსაკრებლებმა გაზარდა.
ადიგენის 2015 წლის ბიუჯეტი 9 თვის განმავლობაში 4 მილიონ 18 ათასი ლარით გაიზადა, ამ ეტაპზე კი 7 მილიონამდე ლარს შეადგენს– ეს მონაცემები საკრებულოს სხდომაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი. დეპუტატები სხვადასხვა საჭიროებისათვის წინასწარ განსაზღვრულ და შემდგომში შემოსულობებით შესრულებულ მაჩვენებლებს გაეცნენ. 9 თვის ანგარიშმა თითქმის ყველა მიმართულებით, თანხის 100%–იანი ათვისება აჩვენა. ადგილობრივი თვითმმრთველობა, მხოლოდ ერთ პროექტს ასახელებს, რომლის შესრულებაც გეგმის მიუხედავად ვერ მოხერხდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ადიგენის თვითმმართველობას დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად წლის ბოლომდე კიდევ სამი თვე აქვს, წინასწარ გათვლილი მაჩვენებლების შესრულებაც, ამ ეტაპზე, 100%–ზე ნაკლებია. ის საკითხები კი, რომლებიც 100%–ით ან მეტით შესრულდა, ძირითადად, მოსკრებლებსა და ჯარიმებზე მოდის. 9 თვის განმავლობაში, ყველაზე მაღალი 278 %–იანი შესრულება, რომელიც ადგილობრივი ბიიუჯეტში შესულ ძირითად თანხას წარმოადგენს, სწორედ ჯარიმებს, სანქციებსა და საურავებს ჰქონდა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ადიგენის 2015 წლის ბიუჯეტი, დახლოებით, 3 მილიონი ლარით დამტკიცდა. 9 თვის განმვალობაში, მთავრ ფინანსურ დოკუმენტში დეპუტატებმა 22 ცვლილება განახორციელეს. ამ ეტაპზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ოთხ მილიონამდე ლარით გაიზარდა.