”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

2016 წლიდან, მიმოქცევაში ლარის ახალი ბანკნოტები გამოვა

lari2016 წლიდან 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო “თბილისი რუმსში” ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ პრეზენტაცია გამართა, სადაც განახლებული ბანკნოტები წარადგინა.
როგორც ქადაგიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ეს არის ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება, პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს.

“2015 წელი ეროვნული ვალუტის საიუბილეო თარიღია. ეს იყო ახალი ეპოქა ფულის ისტორიაში. შესაბამისად, სიმბოლურად დიზაინის მნიშვნელოვანი განახლებაც ამ თარიღს დავამთხვიეთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი პერიოდულად ავსებს ფულის ნიშნის მარაგებს, რითაც ანაწილებს მიმოქცევაში არსებულ უკვე გაცვეთილ და დაზიანებულ ფულის ნიშნებს ახალი ბანკნოტებით. მოცემული პერიოდისთვის ეროვნულ ბანკს მარაგების შევსება უწევდა, შესაბამისად, ეს იყო საუკეთესო დრო, ვინაიდან პროცესი არ მოითხოვდა დამატებით ფინანსურ რესურსს. ამასთან, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი” – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბანკნოტები 2016 წლის პირველი ნახევრიდან გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე