”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ფაქტები აღკვეთეს

12186379_1356293887718359_3985961944201782584_oგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევს მიკროავტობუსით  პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი გადაჰქონდა. ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია მძღოლმა ვერ წარადგინა.

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში. სახერხის ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი.

სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარის დემონტაჟი მოახდინეს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 03/11/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე