”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში, თამარაშვლის ქუჩაზე მდებარე კორპუსისის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12191488_933965263336935_7481765916667102044_nახალციხე-ბორჯომის გზატკეცილზე მდებარე თამარაშვილის ქუჩის №57–ში მდებარე ე.წ “ივერიის” საცხოვრებელი კორპუსის, ფასადის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა დაიწყო.

მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეზოში დაგეგმილია 700კვ.მ-ზე ასფალტო-ბეტონის 5სმ. ფენის დაგება.  მოეწყობა ბორდიურები.  ფასადის რეაბილიტაციისას აივნებზე გაკეთდება მეტლახის ფილები. შეიღებება მოაჯირები და კარ-ფანჯრები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „პერსპექტივა“ ასრულებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე