31 ოქტომბერი
გადაცემის თემა: კულტურული მემკვიდრეობა და იდენტობა
ევროპასთან დაახლოება საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს, კულტურას, რელიგიას, ეროვნულობას, რომ ევროპა ეს არის გარყვნილება, ნარკოტიკები, ერთსქესიანთა ქორწინება – ეს არის მითების მცირე ჩამონათვალი, რომელზეც საზოგადოების ნაწილს ეფიქრება, დარწმუნებულია იმაში, რომ დასავლეთი ცუდია.
სინამდვილეში, სწორედ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურობაა ის, რაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესის წარმართვაში შეეშველება.