ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და გასათვალისწინებელი რეკომენტაციები– ამ საკითხებზე სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში იმსჯელეს. ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამთავრობო ადმინისტრაციის წევრებს, რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები გააცნეს.
,,საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია“ და ,,სამთავრობო სამოქმედო გეგმა“ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა პირის უფლებრივ მდგომარეობას ასახავს. იმისათვის, რომ დოკუმენტები სრულყოფილი იყოს, მთავრობის ადმინისტაციის წარმოამდგენლები, რეგიონებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავენ. სამცხე–ჯავახეთში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული პრობლემების გასაცნობად და საკითხების სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, შეხვედრა მოეწყო ახალციხეშიც.
ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სამცხე–ჯავახეთში არსებული პრობლემების გამოვლენის მიზნით, შეხვედრაზე არასამათვარობო ორგანიზაციების წევრებმა ისაუბრეს. მათ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გარკვეული რეკომენდაციები შშმ პირთა, პრობაციონერთა, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა მსგავსი საკითხების მიმართ მისცეს.
ახალციხეში მოქმედი არასამთვარობო ორგანიზაციების წარმოადგენლთა თქმით, ამ დრომდე, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმისა და ეროვნული სტრატეგიის შემუშვებაში მხოლოდ დედაქალაქში მოქმედი ორგანიზაციები იყვნენ ჩართული. მესამე სექტორმა სამთავრობო ადმისნიტრაციის სამდივნოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა .
ადამიანის უფლებთა ეროვნული სტრატეგიის შესრულების მიზნით, საქართველოს მთვარობამ 2014–2015 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 2016 წლის იანვრის თვეში კი ახალი ორ წლიანი გეგმა უნდა დამტკიცდეს. მასში ის რეკომენდაციები აისახება, რომლებსაც დოკუმენტზე მომუშვე სამდივნო რეგიონების მასშტაბით შეაგროვებს.