2015 წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი 250–მა კურსდამთავრებულმა დაასრულა. გამოსაშვები ცერემონია უმაღლესი სასწავლებლის ეზოში გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორ–მასწავლებლებმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს.
„უნივერსიტეტმა ყველაფერი გააკეთა თქვენი განათლებისათვის. თქვენ უნდა ემსახუროთ სამშობლოს, თქვენ უნდა შექმნათ მომავალი“ – ამ სიტყვებით მიმართა კურსდამთავრებულებს მერაბ ბერიძემ.
სწავლის დასრულებას მანტიით, საფუძველი მიმდინარე წელს ჩაეყარა. იდეა სტუდენტთა კარიერული ზრდისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს მერი სახამბერიძეს ეკუთვნის. მისი თქმით, აღნიშნულს ტრადიციული სახე მიეცემა და მაგისტრანტებსა და ბაკალავრებს სასწავლებლიდან ყოველწლიურად მსგავსი ცერემონიით გააცილებენ.