2015 წლის 28 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, საპატრიარქოს რეზიდენციაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ აღნიშნა, უმაღლესი სასწავლებელი ახალციხეში საქართველოს ეკლესიის მეთაურის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით დაარსდა, ამიტომ მართებულად თვლის, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, პროფესურამ და სტუდენტებმა პატრიარქს ერთგვარი ანგარიში წარუდგინონ, 25 წლის მანძილზე უნივერსიტეტის განვლილ გზაზე, მიღწევებზე, პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
კათოლიკოს პატრიარქმა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დალოცა და წარმატებები უსურვა.
You must be logged in to post a comment.