”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საძელში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

სოფელ საძელში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ადგილობივი მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლებმა მოინახულეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც 20 ბავშვს მოემსახურება ფუნქციონირებას ახლო მომავალში დაიწყებს. შენობაში ოთხი ოთახი მოეწყობა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნუკია“ ახორციელებს. მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 599 ლარი გამოიყო, ხოლო სოფლის მხარადჭერის პროგრამის ფარგლებში 13 703 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოები 25 სექტემრებს დაიწყო და პროექტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე – ერთ კვირაში დასრულდება.   საბავშვო ბაღების მშენებლობა, საძელის გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში ურაველსა და მინაძეში მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე