ნაადრევი ქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები–აღნიშნულ საკითხებზე ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში მოსწავლეებმა იმსჯელეს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა სამცხე–ჯავახეთის მედიაცენტრის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.
შეხვედრის მეორე ნაწილში ფოტოკონკურსის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პროექტის ფარგლებშია გამოცხადებული. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ კონკურსში ჩაერთონ და ფაუნასთან დაკავშირებული პრობლემები ფირზე ასახონ.