სხვადასხვა ქვეყნისა და ერთი ინტერესის მქონე სამი ახალგაზრდა ელექტრომობილისა და ეკოლოგიის დაცვის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიო ტურს აწყობს. ისინი 27 ოქტომბერს თავიანთი ეკო–ტრანსპორტით ახალციხესაც ესტუმრნენ, სადაც ერთი დღის განმავლობაში დარჩებიან.
იმისთვის, რომ საზოგადოებას ეკოლოგიის დაცვისა და გაფრთხილებისკენ მოუწოდონ, მათ ელექტრომობილის პოპულარიზაცია უკვე შვიდ ქვეყანაში მოახდინეს. ერთი მიზნით გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა მსოფლიოს კიდევ რვა ქვეყანა უნდა მოიაიარონ.
ეკო ტრანსპორტი, რომელიც საათში 50 კილომეტრს გადის შვედეთშია აწყობილი.
ახალგაზრდებმა მოგზაურობა 9 ოქტომბერს, ტაილანდიდან დაიწყეს, დარჩენილ ქვეყნებში ისინი ოთხი თვის განმავლობაში ჩავლენ.