”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დაბა ადიგენში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

xidi,,დაიცავით ბავშვების უფლებები”, ,,მოგვხედეთ პრემიერო”, ,,მოვითხოვთ უსაფრთხო გადაადგილებას”– მსგავსი ტრანსფარანტებით, ამ წუთებში, დაბა ადიგენში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 20–მდე ადგილობრივი ე.წ ,,გორგულის ხიდის” რეაბილიტაციას მოითხოვს. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ აღნიშნული ხიდი დაბას 10 სოფელთან აკავშირებს, თუმცა იგი მწყობრიდან არის გამოსული და მასზე გადასვლა ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ადგილზე იმყოფება ,,მე–9 არხის” გადამღები ჯგუფი. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ლუბა გიორგაძე იტყობინება, ამ ეტაპზე გორგულის ხიდზე გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც ჯებირების გამაგრებას ითვალისწინებს. მოსახლეობა კი მიიჩნევს, რომ სამუშაოები მხოლოდ ზედაპირულია და გადასასვლელს საფუძვლიანი შეკეთება ესაჭიროება.

საპროტესტო აქციის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის”.

ადგილობრივი ტელევიზია შემთხვევის ადგილზე რჩება. განვითარებულ მოვლენებს ეტაპობრივად გაგაცნობთ.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 28/10/2015 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე