ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე – წელიწადში ყოველ ხუთ თვეს ვალელი ფერმერები გარესამყაროს სწყდებიან და ვალის მთაში მესაქონლეობას მისდევენ. მაღალმთიან საძოვარზე არ არის ელექტროენერგია, საჭიროების შემთხვევაში ვერ იძახებენ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, არ არის ექიმი და ვეტერინარი. როგორ ცხოვრობენ ფერმერები არაერთი საჭიროების გარეშე და რა პრობლემის მოგვარებას ითხოვენ ისინი – რეპორტაჟი ვალის მთიდან.