”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მაიზერ ბაბლუანი: „სამართალდამცველები ქმნიდნენ და თეთრი ძაფით კერავდნენ სიყალბეებს“

დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, არსებითი განხილვით გაგრძელდა. ნალბანდიანის, იგიტიანისა და კარაპეტიანის ბრალდებებთან დაკავშირებით ორი მოწმე დაიკითხა.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეოს მთავარის სამმართველოს თანმშრომლებმა გიორგი ფარცახაშვილმა და ელგუჯა ტაბატაძემ, პროცესზე სარქის აკოფიანის მკვლელობის ირგვლივ  ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს.

სამართლადამცველების მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით „მეცხრე არხთან“ კომენტარი  დაკავებული სამი პირის ადვოკატმაც გააკეთა. მაიზერ ბაბლუანის თქმით, პოლიციელებმა თავიანთი ჩვენებებით დაასატურეს,  რომ საგამოძიებო მოქმედებები კანონდარღვევით მიმდინარეობდა.

დღესვე სხდომას გარდაცვლილი სარქის აკოფიანის  ოჯახის ადვოკატი და ახლობლებიც დაესწრნენ. პროცესზე ხმაურის გამო, ერთ-ერთი მათგანი, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა დარბაზიდან გააძევა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ოქტომბერს  ჩაინიშნა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე