”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძაში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა

12189389_444855769033501_180930699453051345_oგიორგი შუხოშვილმა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელ, ლევან ცაბაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ასპინძის რეაბილიტირებული მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაათვალიერა.

დაბა ასპინძის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 1975 წლიდან ფუნქციონირებს და ის ასპინძისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსხლეობას ემსახურება.

ასპინძის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის მაისში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადმოეცა. პოლიგონზე ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა. პოლიგონი ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, განახლდა არსებული ღობე, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.

12109929_444855775700167_6024477501378186959_oგანახლებულ ნაგავსაყრელზე მოქმედი სტანდარტების შესაბამისად მოხდება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება
სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 122 372 ლარი შეადგინა. პროექტი შპს „ლავამ“ განახორციელა და 8 ადამიანი დაასაქმა, რომელთაგან 6 ადგილობრივი მოსახლეა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე