რაბათის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში მორჩილმა სამონასტრო ცხოვრების აღთქმა დადო. ლაურა იორამაშვილი, დღეიდან უკვე და მარია–როზარია, წმინდა ბენედიქტეს მიმდიევარ მონაზონთა რიცხვს შეუერთდა. საზეიმო წირვაზე მან ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსისა და მრევლის წინაშე სიღარიბის, სისპეტაკისა და მორჩილების ფიცი დადო. ნიშნად იმისა, რომ დღეიდან ქრისტიანთა მაცხოვარი იესო ქრისტე მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი იქნება, შავი მანდილი დაიფარა.
სპეციალურად ამ დღისთვის რაბათში იტალიიდან ჩამოვიდნენ ბენედიქტელი მონაზვნები და მათი წინამძღვარი.
აღთქმის დადების სადღესასწაულო წმინდა წირვა ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. მან მორჩილს სიმტკიცისაკენ მოუწოდა და აღნიშა, რომ გადაწყვეტლოება მონაზნობის შესახებ ადამიანს განსაკუთრებულ მისიას ანიჭებს.
და მარია–როზარიამ დროებითი სამონასტრო აღთქმა 3 წლის წინ, 7 ოქტომბერს რაბათის ტაძრის დღესასწაულზე დადო, დღეს კი მან ფიცი განაახლა.