”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მშობლები შშმ პირის დატოვებას ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში აპირებენ

12027685_999867520071352_3728004767844636501_nადიგენის სოფელ წარბასთუმანში მცხოვრები როლანდ ბახტურიძე, სოციალური დახმარების მოხსნის გამო, საკუთარი შვილის, შშმ პირის, ნატო ბახტურიძის დატოვებას, ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში  აპირებს.

ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა კი აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ, 112-ში დარეკა.

როგორც “მეცხრე არხთან”  როლანდ ბახტურიძე  განმარტავს,  ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მისი და შვილის პენსიაა,  სხვა საშუალება კი არ გააჩნიათ.

მათივე თქმით, შემწეობას მიმდინარე წლის საექტემბრის თვემდე იღებდნენ, თუმცა  სოციალური აგენტების მიერ ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის შესწავლის  შემდეგ, დახმარება შეუწყდათ. ბახტურიძეების თქმით,  ამის მიზეზად, ნაჩუქარი შინაური ფრინველები და დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთები დაუსახელეს.

ნატო ბახტურიძე,  ცერებრალური დამბლით არის დაავადებული და პირველი ჯგუფის შშმ პირია.

“მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე