,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისის კარი და კედლები წითლად შეღებეს. პარტიის წევრების ვარაუდით, შემთხვევა სავარაუდოდ, ღამის 3–დან 4 საათამდე მოხდა. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები, მომხდარს NDI-ს კვლევის შედეგებსა დაა რამდენიმე დღის წინ ,,ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ განმეორდება. ნაციონალები საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის მიმდინარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების გამოყენებას მოითხოვენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შენობის მეპატრონე მერთან შეხვედრას გეგმვს.