”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დათო ტურაშვილი ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დათო ტურაშვილი ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მწერალმა ახალგაზრდებს თავისი ორი წიგნი „ჯინსების თაობა“ და „ტყეების მეფე“ გააცნო  და ნაწარმოებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დათო ტურაშვილმა მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდ როლს სწორედ წიგნი თამაშობს.

შეხვედრის მონაწილეებმა კი მწერალს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მწერალს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს.
შეხვედრას ორგანიზება „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა გაუწია, რომელიც პროექტ „ჰორიზონტის გაფართოება – გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში, Mercy Corps–ისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

1 comments on “დათო ტურაშვილი ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

  1. ახალციხეში არ ჩამოვა? :/

    Like

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 21/10/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე