”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტში ხე–ტყის უკანონო გადაზიდვის 4 ფაქტი აღკვეთეს

1497715_1347092231971858_4658151394308563324_nგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში გადამოწმების მიზნით შეჩერებული იქნა სატვირთო ავტომანქანა. დადგინდა, რომ მძღოლი მოპოვებული 7 მ3 ფიჭვის სახეობის მრგვალი მორის ტრანსპორტირებას უკანონოდ ახორციელებდა .

უკანონოდ მოპოვებული 17 ცალი 3მ სიგრძის მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა სამართალდამრღვევი ახალციხის სოფელ აგარაშიც.

ასევე, გადამოწმების მიზნით იქნა გაჩერებული სოფელ თისელში სატვირთო ავტომანქანა, რომელიც  2მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტის ფიცარის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.

სოფელ თისელშივე გამოვლინდა კიდევ ერთი ფაქტი. სამართალდამრღვევს გადაჰქონდა 3,7 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. მას არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია.

აღნიშნული ავტომანქანები დაილუქა.

შედგენილია შესაბამისი აქტები.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 21/10/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე