”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი ადგილობრივ მთავრობას ინიციატივებს წარუდგენს

ახალციხის გენდერის მედიაცენტრმა ადგილობრივ აქტიურ ქალბატონებთან მორიგი შეხვედრა გამართა. დისკუსიის მონაწილეებმა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,  ინიციატივები შეიმუშავეს. საუბარი შეეხო, ასევე ახალციხეში მცხოვრებ ხელოვან ქალბატონებსაც, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს.  მათი ნამუშევრებისა და ნაწარმოების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობა დაიგეგმა.

სამომავლოდ,  ახალციხის გენდერის მედიაცენტრი ინიციატივებს ლობირებას ახალციხის მერიასა და გამგეობაში გაუწევს.

შეხვედრა პროექტის „აირჩიე თანასწორობა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“, საარჩევნო სისიტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე