”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში მდინარე მტკვარზე სამი ახალი ჰესი აშენდება

mtkvariმდინარე მტკვარზე სამი ახალი ჰესი აშენდება.  ენერგეტიკის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში, მდ. მტკვარზე ასაშენებელი „საყუნეთი ჰესის“, „დვირი ჰესის“ და „აწყური ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

სამივე ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, ინტერესთა გამოხატვა კომპანია შ.პ.ს „მტ გრიინ ენერჯის” განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

თითოეული ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 10.4 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 55.5 მლნ.კვტ.სთ. შესაბამისად, პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 31,2 მგვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავება 166,5 მლნ კვტ.სთ.

პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე