”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალგაზრდების განვითარების მიზნით, ადიგენში ცენტრი გაიხსნა

ადიგენში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. დღეიდან მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ მოზარდ თაობას, შესაძლებლობა აქვს სივრცე სხვადასხვა ინიციატივის, შეხვედრისა და იდეის განსახორციელებლად, ასევე მეტი ინფორმაციის მისაღებად და  სიახლეების გასაცნობად გამოიყენოს.

აღნიშნული ცენტრი  დაბა ადიგენში, არტემ ბალახაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. იგი ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,world vision- საქართველოს“ ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა. კერძოდ, შენობის რეაბილიტაციისათვის ადიგენის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 22 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო საჭირო ინვენტარისათვის ,,world vision- საქართველოს“ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში 15 ათასამდე ლარი დაიხარჯა. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ცენტრში დაგეგმილი აქტივობებიდან ერთ–ერთი, ახალგაზრდებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეხვედრა იქნება, რადგან მოზარდმა თაობამ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლმების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთოს. ადიგენის ახალგაზრდული ცენტრი ყოველდღე იმუშვებს. მის კოორდინატორად ადიგენის გამგეობამ მერაბ გორგოძე დანიშნა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე