„გენდერი იწყება ჩემგან“ –ამ სახელწოდებით ახალციხეში ფესტივალი გაიმართა. ქალაქში მთელი დღის განმავლობაშის ხვადასხვა სახის ღონისძიება მოეწყო. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფესტივალის მონაწილეებმა გენდერის საკითხებზე იმსჯელეს, თემატიკასთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა საჩვენებელი სანახაობა მოაწყეს და ასევე, წარმოადგინეს გამოფენა.
ფესტივალს ორგანიზება საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის სამცხე–ჯავახეთის ცენტრმა გაუწია. პროექტი მიზნად გენდერის კუთხით მოსახლოების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს, რათა დაიგმოს ოჯახში ძალადობა და დაცულ იქნას ქალთა უფლებები. ფესტივალის დასკვნით ნაწილში ახალციხის ციხეში კონცერტი გაიმართა. ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მოსახლეობას სხვადასხვა სახის ნომრი შესთავაზეს. ასევე, გამოცხადდა ესეების კონკურსი და გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. მათ ორგანიზატორებმა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. პროექტი „გენდერი იწყება ჩემგან“ საქართველოს ზრდასრულთა ქსელის ეგიდით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.