”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პოლიციელების თავდასხხმაში ბრალდებულებს გირაო – 50 000 ლარი შეეფარდათ

ახალციხეში, ოთხ ახალგაზრდას, სამართალდამცავი ორგანოები პოლიციელების თავდასხმაში ედავებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, 17 ოქტომბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი გაიმართა.

მართლმსაჯულების ორგანომ ოთხივე მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
საქმის ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს, რომელიც 7–11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარის ადვოკატებმა განმარტეს, რომ ოთხივე მათგანს პროკურატურამ მუხლი არასწორად შეუფარდა. მათი თქმით, ბრალდებულები (ბესიკ ხ. , ნიკოლოზ ლ. ლევან კ. და ირაკლი დ.) ნასვამ მდგომარეობაში სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ერთი მათგანი ( ბ.ხ) შეუძლოდ გახდა. ბრალდებულთაგან ერთ–ერთმა, თამარშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გააჩერა და დახმარება სთხოვა, რათა მეგობარი საავადმყოფოში გადაეყვანათ. როგორც ადვოკატები განმარტავენ, პოლიციელებმა მათ უხეშად მიმართეს და მანქანიდან გადასვლა მოსთხოვეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები თავს იცავდნენ და საპატრულო ეკიპაჟს თავს განზრახ არ დასხმიან. ამიტომ ისინი საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.
წინა სასამართლო სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში რვა დეკემბებს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე