ახალციხეში ვეტერანთა დღე იზეიმეს. ომის მონაწილეებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ერთმანეთს თარიღი მიულოცეს. პიველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს კი ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველომ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ომის მონაწილეებმა განმარტეს რომ აღნიშნული თარიღის დაწესება მათთვის მნიშვნელოვანია, რათა მათი დაფასება და პატივისცემა მოხდეს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვრის დადგენილებით, პრემიერმინისტრის ბრძანებით 17 ოქტომბერი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღედ დაწესდა.