”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კანონდარღვევის ფაქტები ახალციხესა და ბორჯომში

12140059_1342979425716472_2034904028616495766_oგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა
ახალციხის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით, მიკროავტობუსი გააჩერეს. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანა  უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყით იყო დატვირთული.

აღნიშნული ავტომანქანა დალუქეს და საფინანსო სააგენტოში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს ბორჯომში, სოფელ ყვიბისიში. მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. აღმოჩენილი იქნა ასევე, უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი.

სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს დემონტაჟი განახორციელეს.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 15/10/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე