”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტი სტიქიამ 6 211 ლარით აზარალა

setyvaახალციხის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალი უკვე დათვლილია. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს  საშენი მასალით დაეხმარება, რომლის ღირებულებამაც 6 211 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოების შესაძენად გამგეობა ტენდერს გამოაცხადებს, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

ადგილობრივი ხელისუფლება დაზიანებული სახლების მეპატრონეებს მოუწოდებს, რომ მათ მიერ გადაცემული საშენი მასალები დანიშნულებით გამოიყენონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ ადმინისტრაციული ჯარიმები იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ სტიქიამ ახალციხის მუნიციპალიტეტი 3 ოქტომბერს დააზარალა. ნახევარსაათიანი სეტყვის შედეგად, გიორგიწმინდაში, ფერსაში, ანში, გურკელში, აგარაში, აწყურსა და თისელში, განადგურდა მოსავალი, დაიტბორა ქუჩები და დაზიანდა სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე