”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ენთელში, ფანჩვიძეების ოჯახს დახმარების მოლოდინში სახლი ენგრევათ

სოფელ ენთელში მცხოვრები ფანჩვიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. სამ სულიან ოჯახს საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ამბობენ, რომ შენობა ძველი და ნახევრად დანგრეულია. საკუთარი ძალებით მათ შეკეთება არ შეუძლიათ. ამიტომ დასახმარებლად ადიგენის თვითმმართველობას მიმართეს.

ორ ოთახიანი ძველი შენობა, სადაც ამჟამად ფანჩვიძეების სამსულიანი ოჯახი ცხოვრობს, მწყობრიდანაა გამოსული, დაბზარულია კედლები, დამპალია ხის იატაკი. წვიმისა და უამინდობის დროს შენობაში წყალი ჩადის, კედლები ქარს ვერ იკავებს. ფანჩვიძეები ამბობენ, რომ საკუთარი სახსრებით საცხოვრებლის შეკეთება არ შეუძლიათ, ამიტომ დახმარებას  უკვე წლებია ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვენ. ამბობენ, რომ ფიზიკური შრომა მათთვის უცხო არ არის, თუმცა ჯანმრთელობა ხელს არ უწყობთ. ამასთან, ოჯახის ყველა წევრს მენტალური პრობლემები აქვს.

საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად, ფანჩვიძეებს ადიგენის მუნიციპალიტეტმა ოთხი წლის წინ საშენი მასალა გამოუყო. მეზობლების დახმარებით, ოჯახმა  ორი ოთახის მშენებლობა დაიწყო, თუმცა მასალა არასაკმარისი აღმოჩნდა. ოჯახის გასაჭირის შესახებ საუბრობენ მეზობლებიც.

კონკრეტულად ფანჩვიძეების პრობლემის შესახებ ადიგენის მუნციიპალიტეტში ვერ საუბრობენ. „მე–9 არხთან“, საკრებულოს თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი განმარტავს, რომ თვითმმართველობაში  სოციალური პროგრამისათვის თანხა გაწერილია. იმ შემთხვევაში, თუკი დაზარალებულები განცხადებით მიმართავენ, მუნიციპალიტეტის სპეციალური კომისია მას შეიწავლის და დახმარების თაობაზე იმსჯელებს.

იმ ფაქტს, რომ ფანჩვიძეებთან, შენობის შესამოწმებლად, ადგილობრვი თვითმმართველობიდან მივიდნენ, ოჯახის წევრები არ უარყოფენ. მათი თქმით, კომისიამ სახლს სურათები გადაუღო და პრობლემებიც ჩაიწერა, თუმცა მას შემდეგ დახმარების მოლოდინში ოთხი წელი გავიდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე