”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ყველის ფესტივალში გამარჯვებულთა შორის, მწარმოებლები სამცხე–ჯავახეთიდანაც დასახელდნენ

YVELIთბილისში, რიყის პარკში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით საერთაშორისო ფესტივალი – „კავკასიური ყველი 2015″ გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ ყველის, როგორც ინდივიდუალური მწარმოებლები, ასევე მსხვილი საწარმოები სამცხე-ჯავახეთიდან. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონკურსი სხვადასხვა ნომინაციაში, სადაც დარგის სპეციალისტებითა და ყველის ტექნოლოგებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 7 ნომინაციაში სხვადასხვა სახეობის 12 გამარჯვებული ყველი გამოავლინა. გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვეს.

გამარჯვებულთა შორის დასახელდნენ ფესტივალში მონაწილე ახალციხელი, ასპინძელი, ახალქალაქელი და ნინოწმინდელი მწარმოებლები.

უმაღლესი ჯილდო მოიპოვა ,,მონასტრის ყველმა” ახალქალაქი-კუმურდოს ეპარქიიდან ნომინაციაში „ყველის მრავალფეროვნება და ინოვაცია“.

ჟურნალ „გემრიელი“-ს რჩეულის ტიტული მიიღეს ასპინძიდან მეწარმე ნანი დათაშვილმა და სოფელ ანდრიაწმინდიდან მეწარმე გალინა დიასამიძემ, ყველის უმაღლესი ოსტატის წოდება კი მიენიჭათ ნინოწმინდაში მოქმედ საწარმოებს შპს „მმბ“-ს (მელს ბდოიანი) და შპს „ვან 412“-ს (ვან კაზარიანი).

კატეგორიაში „საუკეთესო ევროპული ყველი“ ასევე I ადგილი აიღო შპს „ვან 412“-მა, ხოლო მე-3 ადგილი ინდივიდუალურმა მეწარმე ნანი დათაშვილმა.

ნინოწმინდაში მოქმედმა საწარმომ შპს „მმბ“-მ ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ – I ადგილი,  უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი აიღო ნომინაციაშიც „ტრადიციული კავკასიური ყველი“.

ფესტივალზე ყველის 60-მდე სახეობა იყო წარმოდგენილი. ყველის მწარმოებელთა გილდიის ინიციატივით, მომავალ წელს ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებების გამართვა საქართველოს რეგიონებშიც იგეგმება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე