ქართველი მწერლები – ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე და პაატა შამუგია ნინოწმინდას ეწვივნენ. 10 და 11 ოქტომბერს, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ჯავახეთში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარი ნაწარმოებები გააცნეს. გარდა ამისა ადგილობრივებს ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“ უჩვენეს.
შეხვედრაზე მოეწყო ორენოვანი კომპიუტერული შემეცნებით-გასართობი პროგრამის პრეზენტაციაც, რომელიც მიზნად ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების ხელშეწყობას ისახავს. ვებ–გვერდი ერევნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. თამაშები ქართული ანბანის, მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის, გეოგრაფიის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოიცავს და ახალგაზრდებს ქართული ისტორიისა და კულტურის შესწავლაში, საერთო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება.