”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კარტოფილით დაფარული ფიცრები, მოქალაქეს ადიგენში უკანონოდ გადაჰქონდა

12132628_1341209055893509_3719854803613671825_oგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა სატვირთო ავტომანქანა, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. სამართალდამრღვევი ტრანსპორტირებას  შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა. კანონდარღვევის შენიღბვის მიზნით, მოქალაქეს ფიცრები კარტოფილით ჰქონდა დაფარული.

ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საფინანსო სააგენტოში.

ასევე, სამმართველოს თანამშრომლება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში ტყის ბუდეში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე აღმოაჩინეს.

შედგენილია შესაბამისი აქტი.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 13/10/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე