ახალციხეში კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა. პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. პროექტში მონაწილეობა სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ცხრა სამოქალაქო კლუბმა მიიღო. მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს კატასტროფების შემცირების გზებთან დაკავშირებით, თავიანთი ხედვები გააცნეს. ნაჩვენები იყო ის ტერიტორიებიც, რომლებიც კატასტროფების შედეგად დაზიანდა. სამოქალაქო კლუბების წევრებმა გამგეობის წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს დაზიანებული კერების აღდგენის გზები გააცნეს.