”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

NDI – 2014 წლის ივნისის შემდეგ, ახალციხეში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა

axalcixeNDI – ს კვლევის თანახმად, 2014 წლის ივნისის შემდეგ, ახალციხეში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა. ამას გამოკითხულთა 48% მიიჩნევს. ადგილობრივთა 43% თვლის, რომ პირობები იგივე დარჩა, ხოლო 10% ფიქრობს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ გამოკითხვა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, თელავში, გურჯაანში, მცხეთაში, ოზურგეთსა და ახალციხეში ჩაატარა. მათგან გამოკითხულთა ყველაზე დიდი რაოდენობა (53%) თბილისში, თელავსა და გურჯაანში, ფიქრობს, რომ საცხოვრებელი პირობები გაუარესდა.  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ოზურგეთში ფიქსირდება, სადაც 19% ფიქრობს, რომ საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა.

NDI – მ კვლევის შედეგები დღეს, 12 ოქტომბერს გაასაჯაროვა.

კვლევა „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“  ,,CRRC-საქართველოსთან“  ერთად განახორციელა. გამოკითხვა 8 აგვისტო -10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს ფორმატით 4, 448 პირი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება კი +/– 3.01%-ია.

SACXOVREBELI

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე