NDI-ს კვლევის თანახმად, ახალციხის მერის გიორგი კოპაძის საქმიანობას გამოკითხულთა 29% დადებითად აფასებს, 53%– საშუალოდ, ხოლო 8% – უარყოფითად. მათგან 7%–ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასების კატეგორიაში NDI-მ მოსახლეობა თვითმმართველი ქალაქების მერების საქმიანობის შესახებ გამოკითხა. მათ შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, მუშაობის დადებითად შეფასების მხრივ, ახალციხის მერს ერგო. ხოლო საქმიანობის უარყოფითად შეფასების თვალსაზრისით – თბილისის მერს დავით ნარმანიას (36% ).
კვლევა „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ ,,CRRC-საქართველოსთან“ ერთად განახორციელა. გამოკითხვა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს ფორმატით 4, 448 პირი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება კი +/_3.01%-ია.
You must be logged in to post a comment.