NDI-ის კვლევის ერთ-ერთი ნაწილის მიხედვით, სადაც მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხზე გამოხატავს პოზიციას, ირკვევა, რომ ყველაზე მეტად სასმელი წყლის ხარისხით ახალციხეში არიან უკმაყოფილოები. წყლის სისუფთავეს აქ გამოკითხულთა 55% არ ენდობა.
არასანდოობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია თელავსა (51%) და თბილისშიც (30%).
გამოკითხვიდან, ასევე, ცნობილი ხდება, რომ მოსახლეობის 63%-ისთვის, ოჯახის სასმელი წყლით მომარაგების ძირითადი წყარო წყალსადენია სისტემაა. გამოკითხულთა 16% კი ეზოში ან უბანში არსებული ჭით სარგებლობს.
კვლევა „ეროვნულ-დემოკრატიულმა“ ინსტიტუტმა “CRRC-საქართველოსთან“ ერთად განახორციელა. გამოკითხვა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს ფორმატით 4, 448 პირი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება კი +/_3.01%-ია.