”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ხე-ტყის ტრანსპორტირება და უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო – კანონდარღვევის ფაქტები სამცხე–ჯავახეთში

12113288_1340652852615796_7892343846649522625_oგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა მიკროავტობუსი, რომლის ძარაზეც დატვირთული იყო უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩერებული მიკროავტობუსის ძარაზე ნაპოვნი იქნა პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი. მძღოლი ტრანსპორტირებას  შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.

უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს  ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში.  სამმართველოს თანამშრომლებმა მისი დემონტაჟი მოახდინეს და საფინანსო სააგენტოში გადაიტანეს.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 12/10/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე