”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სიმონ პარუნაშვილმა ადიგენის გამგეობიდან განაცდურის ანაზღაურებაზე უარი მიიღო

simon parunashviliადიგენის ყოფილ გამგებელს მუნიციპალიტეტის მოქმედმა ხელმძღვანელობამ კუთვნილი თანხის ანაზღაურებაზე უარი განუცხადა. სიმონ პარუნაშვილის თქმით, მიღებულ წერილში განმარტებულია, რომ გამგეობის ყოფილი თანამშრომლების მიმართ, ადიგენის ხელმძღვანელობის ბრალელულობა  არ იკვეთება და  შესაბამისად ადგილობრივ ხელისუფლებას მისთვის არანაირი ფინანსური ზიანი არ მიუყენებია. ამიტომ გამგეობა ვალდებული არ არის მას იძულებით განაცდური აუნაზღაუროს.

სიმონ პარუნაშვილი კუთვნილი თანხის მიღებას სასამართლოს გზით ეცდება. ყოფილი გამგებელი მართლმსაჯულების ორგანოში სარჩელის შეტანას ახლო მომავალში გეგმავს.

პარუნაშვილმა ადიგენის გამგეობას, იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, 29 სექტემბერს მიმართა. ანალოგიური სახის განაცხადები შეიტანეს მასთან ერთად ბრალდებულმა რატი ტატალაშვილმა და  ჯემალ იაკობაძემაც. ადიგენის გამგეობის ყოფილმა თანამშრომლებმა მოქმედი ხელისუფლებისგან იგივე პასუხი მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და გულგრილობაში ედებოდათ. ისინი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით დააკისრა.

მიმდინარე წლის 5 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სიმონ პარუნაშვილი, რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობიძე გაამართლა. სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი ბრალდების მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მართლმსაჯულების უმაღლესმა ორგანომ  საქმე  წარმოებაში  არ მიიღო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაში დარჩა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე