ხმაური იყო ახალციხის ახალციხის რაიონულ სასამართლოში. სამი პირის – ნალბანდიანის, იგიტიანისა და კარაპეტიანის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილისა და ბრალდებულების ახლობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ორი ქალბატონი შეუძლოდ გახდა.
ამასთანავე, მხარეები ,,მე–9 არხისა“ და ,,სამხრეთის კარიბჭეს“ კორესპონდენტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ და გადაღების უფლებას არ აძლევდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, გამოძიება სამ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდებულთა ახლობლები ამტკიცებენ, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავებულების მიმართ, არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი.
დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს.
You must be logged in to post a comment.