ასპინძის მუნიციპალიტეტი ხანძრით დაზარალებულ ლომიძეების ოჯახს ეხმარება. გამგეობის შენობაში პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი ერთი კვირის განმავლობაში გროვდებოდა.
ქველმოქმედებას ორგანიზება ასპინძის გამგეობა–საკრებულოს თანამშრომლებმა გაუწიეს, რომელშიც ადგილობრივი მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ანა ტივაძის თქმით, პირველი ეტაპისთვის საკმარისი რაოდენობის პროდუქტი და ნივთები შეგროვდა.
ასპინძის გამგებლის მოადგილე განმარტავს, რომ ხუთსულიან ოჯახს დახმარებას დღეს გადასცემენ. ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, გამგეობა დაზარალებულებს შეუძენს საშენ მასალასაც.
ამ დროისათვის, ლომიძეების ოჯახი განათლების სამინისტროს ნებართვით, დროებით სკოლის შენობაშია შესახლებული.
5 ოქტომბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ლომიძეების ხუთსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
You must be logged in to post a comment.