”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში კანონდარღვევის ფაქტები გამოავლინეს

12141805_1338530006161414_5709769696060779011_nგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის შეშლის ფაქტზე პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. კერძოდ, მიკროავტობუსის (ფორდ ტრანზიტი) მძღოლი არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის მითითებას გაეჩერებინა ავტომანქანა, რათა მომხდარიყო მისი ძარის გადამოწმება, სადაც განთავსებული ჰქონდა პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი.

სამმართველოს თანამშრომლებმა  უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოში.

სახერხი საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.

სახერხი საამქრო დემონტაჟის შემდეგ საფინანსო სააგენტოში გადაიტანეს.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 09/10/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე