”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამოქალაქო განათლების პედაგოგები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ

სამოქალაქო განათლების შვიდი პედაგოგი ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში მათ ტრენინგების კურსი თბილისში წარმატებით გაიარეს.

თბილისის კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში სამცხე–ჯავახეთიდან 42 პედაგოგი გადამზადდა. 16 ოქტომბერს დაჯილდოვდებიან ახალქალაქისა და ნინოწმინდის პედაგოგებიც.

დღესვე სერტიფიკატი გადაეცა სამოქალაქო კლუბებს შორის ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სვირის სამოქალაქო კლუბს წარმომადგენელს.

დღევანდელ ღონისძიებას დაამთხვიეს ბიბლიოთეკის გახსნაც, რომელიც ახალგაზრდულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ფორუმმა დააფუძნა. აქ არსებული ლიტერატურით სარგებლობა სამოქალაქო განათლების ნებისმიერ პედაგოგს შეეძლება. ბიბლიოთეკას მიმაგრებული ჰყავს მოხალისე, რომელიც წლის ბოლოს პროგრამის კოორდინატორის მოხალისეობის სერტიფიკატით დაჯილდოვდება.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 09/10/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე