ბორჯომის ცენტრალურ პარკს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან ცინცქალაძე დაინიშნა. პარკის ახალი დირექტორი პროფესიით ეკონომისტია. მისი სამუშაო გამოცდილება შოუბიზნესის სფეროს უკავშირდება. აცხადებს, რომ წლებია პარკში კვების ობიექტებს ხელძღვანელობდა, აქედან გამომდინარე, ბორჯომის ისტორიული პარკის საჭიროებებს კარგად იცნობს.
ლევან ცინცქალაძე ინფრასტრუქტურის განახლებას გეგმავს. იგი ირწმუნება, რომ კოლექტივში საკადრო ცვლილებებს არ აპირებს.
ბორჯომის ცენტრალური პარკის დირექტორის თანამდებობა, ამ დრომდე ვანო ბორტიშვილს ეკავა.
წყარო: http://borjomi.tv/?menuid=14&id=2690&lang=1#.VhfxEfmqpBd
You must be logged in to post a comment.