”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში, ტყე–კაფების მიუდგომელ ადგილებში გამოყოფაზე ჩივიან

ადიგენის სოფლების მაცხოვრებლები ტყე–კაფების მიუდგომელ ადგილებში გამოყოფაზე ჩივიან. ადგილობრივთა თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად,  საშეშე მერქნის მომარაგებაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. სატყეო სამსახურიდან შესაბამისი ნებართვის აღება ჯერჯერობით არ უჭირთ, თუმცა რთული პროცესი, ტყეში გამოყოფილ ადგილზე შეშის დამზადებაა. ადგილობრივების პრეტენზიები და პასუხი ადიგნელებს ეროვნული სატყეო სააგენტოდან.

სოფელ ენთელში მცხოვრებ ჯონი ხარაიშვილს მხოლოდ ერთი ოჯახის წევრი ჰყავს – 75 წლის ავადმყოფი მეუღლე. მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ  სოციალური დახმარება მოუხსნეს, ორი მოხუცებული საშეშე მერქნის შესაძენად თანხას საკუთარი პენსიიდან, მთელი წლის განმავლობაში აგროვებს. ამბობენ, რომ ტყიდან ზამთრის საწვავის საკუთარი ძალით მოტანა უფრო ძვირი უჯდებათ, რადგან ტყე–კაფები მიუდგომელ ადგილებშია გამოყოფილი და მოჭრილი ხეების გამოსაზიდად, მანქანის გარდა ხარის დაქირავებაც უხდებათ. აღნიშნულს ემატება  საწავავის ხარჯიც.

ტყე–კაფების მიუდგომლობაზე საუბრობენ ჯონი ხარაიშვილის მეზობლებიც. მათი გარდა იმისა, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილი ადგილები სოფლიდან შორ მანძილზე მდებარეობს, პრობლემაა ისისც, რომ მძიმე ტექნიკით ტყეში შესვლც შეუძლებელია. ამ სირთულეეის გამო, ზამთრისთვის  საწვავი შეშა ენთლის მაცხოვრებელთა უმრავლესობას მომარაგებული არ აქვს.

ადიგენის საკრებულოს დეპუატატები, რომლებიც მოსახლეობამ ერთი წლის წინ აირჩია, ადიგნელების პრობლემებს უარყოფენ. საკრებულოს წევრები ირწმუნებიან, რომ ადგილობრივებს საშეშე მერქნის მიღებასთან დაკავშირებით სირთულეები არ არსებობს და მათთვის მსგავსი პრეტენზიით არავის მიუმართავს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყე–კაფების გამოყოფა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ხდება, ამიტომ ხის მოსაჭრელად ადგილები იქ გამოიყოფა, სადაც რესურსი არსებობს. მათივე ინფორმაციით, მაცხოვრებლებს საშუალება აქვთ ტყიდან საშეშე მერქანი მთელი წლის განმავლობაში გამოიტანონ. თითოეული ოჯახისათვის, მხოლოდ 7 კუბამეტრია გამოყოფილი, მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს 15 კუბური მეტრის მიღება შეუძლიათ.

ამ ეტაპზე, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, სულ 1266 ტყე–კაფია გამოყოფილი. მათგან 325 ადიგენის მუნიციპალიტეტშია, სადაც გასაცემი ხის რესურსი  22 570 მეტრ–კუბ მასალას შეადგენს. სატყეო სააგენტოში ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე არანაირი შეღავათი არ ვრცელდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე