”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში კლიდან გადავარდნილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბორჯომში, ეგრეთწოდებული  „პლატოს კლდიდან“  50 წლამდე მამაკაცი გადავარდა.  ინციდენტი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, იგი ფოტოს იღებდა, ფეხი აუცურდა, რის შედეგადაც, თავის შეკავება ვერ შეძლო და ხეობაში ჩავარდა.

ამ დროის მონაცემებით,  ცხედარი  ბორჯომის პროზექტურაშია გადასვენებული.

შსს–ს ინფორმაციით, საქმის  ძიება სსკ–ის 115 მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე,  მობილიზებულნი  არიან სამართლადამცავები, სამაშველო და  სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ვრცლად შემთხვევის დეტალებს „ექო“–ს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში,  21:30 წუთზე   ნახავთ.

წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 08/10/2015 by in შემთხვევა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე