”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალს ისევ ითვლის

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლის. გიორგიწმინდაში, ფერსაში, ანში, გურკელში, აგარაში, აწყურსა და თისელში სპეციალურად შექმნილი კომისია დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და მოსავლის აღწერას აწარმოებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ძლიერი სეტყვის შედეგად განადგურდა სოფლებამდე მისასვლელი გზები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს მომავალში დაიწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. რაც შეეხება დაზიანებულ სახლებს, როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, დაზარალებულებს გამგეობა სამშენებლო მასალით დაეხმარება. ნოდარ ბალახაშვილის თქმით, აღწერა 9 ოქტომბერს დასრულდება. 

შეგახსენებთ, რომ სტიქიამ ახალციხის მუნიციპალიტეტი 3 ოქტომბერს დააზარალა. ნახევარსაათიანი სეტყვის შედეგად განადგურდა მოსავალი, დაიტბორა ქუჩები და დაზიანდა სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე