”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12132612_1337233036291111_5266878476367848229_oგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქ ბორჯომში გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა მიკროავტობუსები, რომელთა ძარაზეც განთავსებული იყო ფიცარი, საერთო ოდენობით 4,2 მ3. ორივე შემთხვევაში სამართალდამრღვევები ტრანსპორტირებას ახდენდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.

აღნიშნული ორივე ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საფინანსო სააგენტოში.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 07/10/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე