”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქში გზების რეაბილიტაციისათვის 1 700 000 ლარი დაიხარჯება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ქალაქის რამდენიმე ქუჩასა და სოფელ დილისკის გზის მოასფალტება ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აგებენ ასფალტ-ბეტონის საფარს, აწყობენ ტროტუარებს და საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო. პროექტი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება და ჯამში რეაბილიტაცია 3 კილომეტრი სიგრძის გზას ჩაუტარდება.
მიმდინარე სამუშაოები მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე